ჩვენი ფასი:
1 კგ – 8,5 დოლარის ექვივალენტური ლარი ( საჰაერო მომსახურება) .
დამრგვალება, მინიმალური 0,5 კგ. ხოლო მას ზევით ყველა ამანათის გადაზიდვის ღირებულება ითვლება მისი ზუსტი წონის მიხედვით.
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი ამერიკიდან თბილისამდე:
გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულება არის ზუსტად ის თანხა, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაუხადოს ONEX -ს გაწეული მომსახურებისთვის. აღნიშნული თანხა იანგარიშება ჩვეულებრივი წონისა და /ან მოცულობითი წონის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ამანათი გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მსხვრევადი საგნებისა, გადაიტანება პოლოეთილენის პარკში და ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური ( ფიზიკური წონის ) მიხედვით. ხოლო ზემოდაღნიშნუალი ტიპის ამანათების გადაზიდვის საფასური დაითვლება მოცულობითი წონის მიხევით.
რა არის მოცულობითი წონა ?
მოცულობითი წონის გამოყენება ხდება საჰაერო გადაზიდვებისას. აღნიშნული ზომის ერთეული შემოღებულია იმისათვის, რომ შესაძლებელი იქნას მცირე ფიზიკური წონისა და დიდი მოცულობის მქონე გზავნილების ტრანსპორტირების ღირებულების განსაზრვრა. მოცულობითის წონის გამოსათვლელი ფორმულა არის შემდეგი: ( გზავნილის სიგრძე X სიგანე X სიმაღლე) / 6000. მაგალითად თუ საქონელი მოთავსებულია ყუთში, რომლის სიმაღლე არის 30 სმ, სიგრძე 40 სმ და სიგანე 20 სმ, მაშინ მისი მოცულობითი წონა იქნება (30 X 40 X 20) / 6000= 4 კგ.